Friday, February 28, 2014

9 ა კლასი – პარასკევი

ვაგრძელებ სიახლეების ციკლს რომელიც გამოვა ყოველდღიურად და ერქმევა იმ კვირის დღის სახელი რომელ დღესაც გამოვა! ^_^

დავიწყოთ საინტერესო ფაქტებით, გაგანათლოთ ცოტა! ^_^

1) ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ დადის იმდენს, რომ დედამიწის ირგვილივ სიარულის შემთხვევაში, 3-ჯერ შემოუვლიდა მას.

2) Apple-ს iPhone ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, რუბიკ-კუბიკის შემდეგ.

3) ტვინმა თავის თავს “ტვინი” თვითონ დაარქვა. და ბოლოს, დღეს მეცნიერები სწავლობენ ტვინის ატომებს, რეალურად ეს არიან ატომები, რომლებიც თავიანთ თავებს სწავლობენ…

4) საძიებო სისტემას სახელად GOOGLE-ს შეუძლია თვეში დაამუშაოს დაახლოებით 100 მილიარდი მოთხოვნა. წამში გამოდის 40 ათასი მოთხოვნა.

ფაქტების წყარო:  ucnauri.com (აბა ფაქტებს მე ხო არ მოვიფიქრებდი :დდდ)




მათემატიკა გვაქვს და დაფასთან მე ვარ. ვერაფრით ვერ ვხაზავ წრეს, სულ რაღაც დებილობა გამომდის და უცებ მესმის ვიღაცის კომენტარი:  –დაფას თავი მიადე და შემოხაზეო! :დდდდდ

მე და თიკო მივდივართ მათემატიკაზე. გადაღლილები ვართ  და თიკო მეკითხება:    –აზრზე ხარ კიდევ რამდენი აბზაცი  უნდა ავიაროთ?  (გზაჯვარედინი იგულისხმა :დ )

კლასელი რომელიც ვნახე ნახევარი საათის წინ მწერს:   
 –აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ?
მე:–კიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!........
კლასელი:
–ოკ!
მე:  –_–

ბოლო დროს მაგარი რაღაც დავამუღამე. გაკვეთილებს გაცილებით ადვილად ვსწავლობ სიმღერით. ხო და ერთხელ ვმღერი:
–მეეეცხრე, მეეეეეეეეეთეეეერთმეტე სსაააააააუკუნეეეეებში საქართველოს ისტორიუუუუუუუუუუუული განვითარებბაააააააა ქვეყნის პოოოოოოოოოოოლიიიიიტიიიიიკუუუუუური გაერთიიიიიანებიბის ნიიიიიშნით მიიიმდინარეობდააა! 
მამაჩემი:   –თან იცეკვე და უკეთესად ისწავლი! –_–

მასწვლებელმა დაუწერა ჩემ კლასელს ორი, ხო და დაიწყო კლასელმა მამაჩემს ვეტყვიო. მასწავლებელმა მამაშენის კი არა გამოქანებული ტანკის არ მეშინიაო. 











კარგით აბა წავედი მე და ჭკუით..... ხო იცით – სამხრეთის დედოფალი ვარ! 


No comments:

Post a Comment