ხო, კინაღამ დამავიწყდა -ჰაუთ ბავშებო! როგორ ხართ? ორი დღეა პოსტი არ დამიდია, უფრო სწორად ნორმალური პოსტი არ დამიდია! ^_^ წინა პოსტი ბევრს არ მოეწონა, შემინდეთ ხალხო! დღეს კარგ პოსტს დავდებ! (იმედია) ბევრი ტლიკინის გარეშე გავაგრძელებ.
პოსტის პირველი ნაწილი დაეთმობა ორ პატარა სტატიას: "მხოლოდ ჩემი კლასელი ბიჭები" და "მხოლოდ ჩემი კლასელი გოგონები"
მხოლოდ ჩემი კლასელი ბიჭები:
1) ყველა ჩემ კლასელ ბიჭს თავი ყველაზე სიმპატიური გონია :დ
2) მხოლოდ ჩემ კლასელ ბიჭებს შეუძლიათ უთხრან გოგოს შენზე ლამაზი ვარო :დ
3) მხოლოდ ჩემი კლასელ ბიჭს შეუძლია, პირდაპირი მნიშვნელობით -დაიკნავლოს გაკვეთილზე :დ
მხოლოდ ჩემი კლასელი გოგონები:
1) მხოლოდ მათ შეუძლიათ ტელეფონს ხმა გაუთიშონ და მერე ყოველ ორ წუთში ერთხელ ამოწმონ სმს ხომ არ მომივიდაო ^_^
2) მხოლოდ მათ შეუძლიათ ინატრონ "-ოღონდ იქ არ დამხვდესო!" და მერე გული წყდებათ "-ეეეე..... მართლა არ დამხვდაო! :( " :დ
3) მათ მილიონჯერ რომ უთხრა ლამაზი ხარო, არ დაგიჯერებენ! მაგრამ თუ ერთხელ ეტყვი რომ მახინჯია მთელი ცხოვრება ემახსოვრება! ^_^
რამდენიმე წინა სემესტრის "კლასის შუტკა":
1) ბიოლოგიის მასწავლებელი ლაპარაკობს რომელიღაც ბაქტერიაზე (სახელი აღარ მახსოვს) ამ ბაქტერიას უჰაერო სივრცეში შეუძლია ცხოვრებაო. ხო და ჩემმა კლასელმა დააბრეხვა: უეჭველი აკვალანგით იჩითებაო :დდდდდ
2) მასწავლებელლი გვაწერინებს "ვეფხისტყაოსნის" სტროფებს, ამ დროს ჩემი კლასელის კომენტარი: -მას იმდენია, ჯობია ის სტროფები ჩაგვაწერინოთ, რომლებიც არ უნდა ვისწავლოთ! -_-
3) ისტორიაზე ვართ და მასწავლებელი ამბობს:
-გექნებათ შემდეგი გაკვეთილი!...
თიკო:
-რატო წინა არა მას? O.o
მე და თიკო მთელი დღე ვიცინით, ვიცინით, ვიცინით და ვიცინით! ^_^ დღეს შემთხვევით, ucnauri.com-ზე გადავაწყდი პოსტს სიცილით სიკვდილის შესახებ! პოსტში აღწერილია სიცილით სიკვდილის რამდენიმე ფაქტი:
2. Ole Bentzen, 1989 წელი
1989 წელს სიცილით გარდაიცვალა ბავშვთა ექიმი ოლე ბენტზენი, ისიც ტელევიზიით უყურებდა ანიმაციუფ ფილმს “თევზი სახელად ვანდა”. ექმებმა დაადგინეს, რომ სიკვდილის წინ მისი გულის რითმი შეადგენდა 200-500 დარტყმას წუთში. ოლეს დედა, იმ დროისთვის სადილს უმზადებდა შვილს და ჰყვება, რომ მისი შვილი იცინოდა ისე როგორც არასდროს იმ მომენტში. შემდეგ კი უცებ გაჩუმდა და ეგრევე გარდაიცვალა.
4. ჩვ. წ. აღ. მე-3 საუკუნე
იმ დროისათვის ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი სახელად ხრისიპუსი ასევე სიცილისგან გარდაიცვალა. არსებობს ორი ვერსია და აქედან ერთ-ერთი სიმართლეა, ზუსტად რომელი დაუდგენელია.
ვერსია 1: ხრისიპუსმა ღვინით დაათრო თავისი საყვარელი მაიმუნი და ისე გაერთო მთვრალი ცხოველის ქცევებით მოხიბლული, რომ სიცილსგან იატაკზე გორავდა და შეუჩერებლივ იცინოდა.
ვერსია2: “გენიალურმა” ფილოსოფოსმა დაათრო თავისი საყვარელი ვირი და შემდეგ მისი შემყურე, თუ როგორ ცდილობდა საცოდავი ცხოველი ლეღვის ჭამას, გარდაიცვალა.
5. ძველ საბერძნეთში ასევე ცხოვრობდა წინასწარმეტყველი კალხასი, რომელმაც თავისი სიკვდილის დღე იწინასწარმეტყველა და როდესაც ეს დღე დადგა და წინასწარმეტყველება არ ახდა, კალხასმა სიცილი დაიწყო და ეგრევე გარდაიცვალა.
6. სიცილით გარდაიცვალა ბირმის მეფეც ნანდი 1599 წელს. სიცილი გამოიწვია ერთი იტალიელი პოეტის ნათქვამმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მეფის გარეშე ვენეცია თავისუფალი სახელმწიფო იქნებბოდაო.
7. 1660 წელს შოტლანდიელი არისტოკრატი ტომას ურკვატი სიცილისგან გარდაიცვა, როდესაც გაიგო, რომ კარლ II მეფე გახდა
და მაინც! არაფერია დიაფრაგმის ატკიებამდე სიცილზე უკეთესი! ^_^
No comments:
Post a Comment