თიკომ მთელი გულით მთხოვა მისთვის სურათი ასეთ "პოზაში" გადამეღო :|
ლექსიკონი:
გადავწყვიტე დამედო "ჩვენი კლასის ლექსიკონი", ანუ როგორ განვმარტავთ მე და ჩემი კლასელები სხვადასხვა სიტყვებს

ორი მეფის ხანა საქართველოში - როცა ტახტზე იჯდა ორი მეფე (პირდაპირი გაგებით)
ექიმი - ადამიანი რომელიც ცდილობს ბუნებრივი გზით არ მოკვდე
პინოქიო - გრძელი ცხვირი რო აქვს და ვეშაპს რო გადაეყლაპება
ჩემი კალკულატორი - ეგ მაგრა ურევს, 2*2 დავწერე და 10-იო ამოაგდო
აწმყო - "აწყმო"

მასწავლებელი - ადამიანი რომელიც მიწასთან გასწორებს მაგრამ მშობლებს მაინც ეუბნება რომ ნიჭიერი ხარ!
ჩვენ:
ჩვენ ვართ ბავშვები რომლებსაც ხანდახან გვაქვს კრეატივის შემოტევები

ჩვენ არ ვართ "შკოლნიკები" მაგრამ ათის მიღება უზომოდ გვიხარია!

გოგონები:
ჩვენ ვამბობთ რომ ცუდ ხასიათზე ვართ, სინამდვილეშ უბრალოდ გვშია

ჩვენ ზოგჯერ ხელოვნებაზე "მარილიან ჩხირებს" ვჭამთ

ჩვენ არ გვეშინია ფრჩხილის მოტეხვის და ბოლოჭამიების!

ჩვენ ვართ ჭკვიანები, მაგრამ ზარმაცები

როცა ჩვენ, ტელეფონში სურათს გაჩვენებთ ნამდვილად არ ნიშნავს იმას რომ შემდეგ სურათზე გადასვლის ნება მოგეცით


მეორე მე: რატომ გააკეთე საერთოდ ბლოგი?
მე: ვიფიქრე მოეწონებოდათ...
მეორე მე: რატომ დადე ეს დებილური ჩანაწერი?
მე: კარგია, რას ერჩი!
მეორე მე: და მაინც რატომ დაწერე ეს რაღაც?
მე: ვიფიქრე კარგი გამოვიდოდა!
მეორე მე: არაფერი გამოვიდა!
No comments:
Post a Comment