კარგად ვგრძნობ თავს როცა ვიცინი, მაგრამ ნამდვილი ბედნიერებაა როცა სხვისი გაცინება შემიძლია!

" ეს არის უკვე მესამე პოსტი ამ სათაურით! გამოვა იმდენი პოსტი რამდენიც მოგვესურვება!
არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ბლოგზე დავამატე სმაილები!

მოდით ბევრი ტლიკინის გარეშე გავაგრძელებ!
ადრე ვწერდი ნელა, ლამაზი ასოებით და ცოტა დაუჩქარეო, დავუჩქარე და რა იეროგლიფებით წერო!
ბევრს ვიცინი-რა გაცინებს გიჟი ხო არ ხარო, სერიოზულად ვარ-რა გჭირს რა უჟმური ხარო 
ყველაზე უაზრო დიალოგები ჩვენ კლასში:
მე: -მათემატიკის რვეული დავკარგე
კლასელი: -სად?
(რომ ვიცოდე ხო ვიპოვიდი!
)
კლასელი: -რა გჭირს?
მე: -გავცივდი!
კლასელი: -რატო?
(რატო შეიძლება გაცივდეს ადამიანი?
)
კლასელი: -აუ ის ანეკდოტი იცი? სვანი ინტერნეტში რო შევა და დაიკარგება?
მე: -რას ამბობ! არც გამიგია! 
No comments:
Post a Comment