Tuesday, February 4, 2014

9 ა კლასი - თქვენ მოგეცეთ ჭკუა და არ მინდა მე ის მილიონი (3)

აბა როგორ ხართ? ვაგრძელებ პოსტების ციკლს სახელწოდებით-   "თქვენ მოგეცეთ ჭკუა და არ მინდა მე ის მილიონი",  ამ სათაურით გამოვა იმდენი პოსტი, რამდენი პოსტისთვისაც ახალ სათაურს ვერ მოვიფიქრებ ^_^ ბევრი ტლიკინის გარეშე ვაგრძელებ...

დღეს მეორე სართულის დერეფანში უნებლიედ მოვისმინე ორი გოგოს საუბარი:

-"ელასტიკი და შარვლები არ მომწონს, მასუქებს"!
ანალოგიური დიალოგი ჩვენ კლასში:
-"კაბები მასუქებს!"

დაიმახსოვრეთ ხალხო! ტანსაცმელი კი არა დღეში ხუთჯერ! სპილოს დოზით ჭამა გასუქებთ თქვენ! ^_^  (არ გეწყინოთ ^_^ )



ქიმიის გაკვეთილზე:
მე:   -სალი, წყალბადი მეტალია?
სალი:  -დებილი ხარ? ნივთიერებაა გოგო!   

:დდდდდდდდდდდდდდდდ


მხოლოდ ჩვენ კლასში ისმის მასწავლებლის შემდეგი შეკითხვა:
-ვინ კნავის? O.o


მხოლოდ ჩემი კლასელები ამბობენ რომ ბლოგი არ მოსწონთ, არა და ყველა ხუმრობა რაც დამიწერია ზეპირად იციან -_-


დღეს თიკომ რაღაცაზე გააბრაზა ერთი სულიერი (სახელს არ დავასახელებ, დაიწყებს მერე ჯუჯღუნს ^_^) ხო და იმ ერთმა სულიერმა ფეხი გააწმინდა ელასტიკზე:
თიკო:     -სხვა ვერაფერი მოიფიქრე? -_-
ერთი სულიერი:   -აბა თმას ხო არ მოგწიწკნიდი! გოგო ხარ!
მე:   -ხო აბა! გოგოს თმის მოწიწკვნა როგორ უნდა აკადრო!  მაქსიმუმ ფეხები უნდა გააწმინდო :დდდდდდდდდდდდდდ

No comments:

Post a Comment