Thursday, February 27, 2014

9 ა კლასი – ხუთშაბათი

როგორ ხართ? დიდი ხანია პოსტი არ დამიდია. მაშ ასე! ვიწყებ სიახლეების ახალ ციკლს, რომელიც გამოვა ყოველდღიურად და ერქმევა იმ კვირის დღის სახელი რომელ დღესაც გამოვა! ^_^

სოფელი :)

დღეს ერთ–ერთ საიტზე ძალიან საინტერესო ჩანაწერი ვნახე და გადავწყვიტე ჩვენს ბლოგზეც დამედო, გაგანათლოთ ცოტა :დ

ალბათ გაგიგიათ რომ "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს", წარმოგიდგენთ იმ ოთხ საშინელ მეთოდს რომლებსაც ძველად ქალები მიმართავდნენ:

1) კორსეტი
კორსეტი ქალბატონების შინაგან ორგანოებს სერიოზულად აზიანებდა რადგან ის რაც შეიძლება ძლიერად უნდა ყოფილიყო  შემოჭერილი 



2) დარიშხანი
დარიშხანი IX საუკუნეში ძალიან პოპულარული იყო. ის თვალებს ბრწყინვალებას და სახეს ჯანსაღ იერს სძენდა. დარიშხანის მიღებას თავისი წესი ჰქონდა – დამოკიდებული იყო მთვარის კალენდარსა და დოზირებაზე. ვინც დარიშხანის მიღებას დაიწყებდა მთელი ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა. დარიშხანი გროვდებოდა ფარისებრ ჯირკვალში, იწვევედა ჩიყვს და სიკვდილს.






3) პარაზიტები
პარაზიტი მუცლის ჭიების კვერცხებს ქალბატონები კაფსულების სახით იღებდნენ. პარაზიტები მუცელში იზრდებოდნენ და მთელ საკვებ ნივთიერებებს ჭამდნენ, შედეგად ქალბაოტონები წონაში იკლებდნენ




4) რადიოაქტიური კოსმეტიკა
რადიოაქტიური კოსმეტიკა ევროპაში 1930 წლიდან გახდა პოპულარული. სახის კოსმეტიკურმა ფირმამ გამოუშვა მალამო, რომელიც მასში შემავალი რადიოაქტიური ნივთიერებების წყალობით აგვარებდა სახის ნებისმიერ პრობლემას. გამოყენებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მომხმარებელს ყბა უვარდებოდა. 







სოფელი :)


ფიზიკის გაკვეთილზე:
მასწავლებელი:    –რა ერთეულებში იზომება სიხისტე?
კლასელი:      –ხისტებში მას! :დ
:დდდდდდდდდ


რომელიღაც გაკვეთილზე:
მასწავლებელი:       –იმდენი ხალხი იყო ნემსის ყუნწი არ ჩავარდებოდა!
:დდდდდდ


ბერძენა სრული სერიოზულობით ეკითხება გვანცას:   -ტელეფონი ჟუილზე გაქვს ჩართული?

სოფელი :)









ალბათ გაინეტერესებთ რა არის ეს "სოფელი", წეღან ყური მოვკარი ტელევიზორს, რომელიღაც პოლიტიკოსუ ამბობდა ვინც ხშირად ახსენებს სოფელს მაღალი რეიტინგი ექნებაო :დ

სოფელი :)

No comments:

Post a Comment