დავიწყოთ საინტერესო ფაქტებით, გაგანათლოთ ცოტა! ^_^
1) ადამიანი ცხოვრების განმავლობაში საშუალოდ დადის იმდენს, რომ დედამიწის ირგვილივ სიარულის შემთხვევაში, 3-ჯერ შემოუვლიდა მას.
2) Apple-ს iPhone ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, რუბიკ-კუბიკის შემდეგ.
3) ტვინმა თავის თავს “ტვინი” თვითონ დაარქვა. და ბოლოს, დღეს მეცნიერები სწავლობენ ტვინის ატომებს, რეალურად ეს არიან ატომები, რომლებიც თავიანთ თავებს სწავლობენ…
4) საძიებო სისტემას სახელად GOOGLE-ს შეუძლია თვეში დაამუშაოს დაახლოებით 100 მილიარდი მოთხოვნა. წამში გამოდის 40 ათასი მოთხოვნა.
ფაქტების წყარო: ucnauri.com (აბა ფაქტებს მე ხო არ მოვიფიქრებდი :დდდ)
მათემატიკა გვაქვს და დაფასთან მე ვარ. ვერაფრით ვერ ვხაზავ წრეს, სულ რაღაც დებილობა გამომდის და უცებ მესმის ვიღაცის კომენტარი: –დაფას თავი მიადე და შემოხაზეო! :დდდდდ
მე და თიკო მივდივართ მათემატიკაზე. გადაღლილები ვართ და თიკო მეკითხება: –აზრზე ხარ კიდევ რამდენი აბზაცი უნდა ავიაროთ? (გზაჯვარედინი იგულისხმა :დ )
კლასელი რომელიც ვნახე ნახევარი საათის წინ მწერს:
–აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ? აქ ხარ?
კლასელი:
–ოკ!
მე: –_–
ბოლო დროს მაგარი რაღაც დავამუღამე. გაკვეთილებს გაცილებით ადვილად ვსწავლობ სიმღერით. ხო და ერთხელ ვმღერი:
–მეეეცხრე, მეეეეეეეეეთეეეერთმეტე სსაააააააუკუნეეეეებში საქართველოს ისტორიუუუუუუუუუუუული განვითარებბაააააააა ქვეყნის პოოოოოოოოოოოლიიიიიტიიიიიკუუუუუური გაერთიიიიიანებიბის ნიიიიიშნით მიიიმდინარეობდააა! 

მამაჩემი: –თან იცეკვე და უკეთესად ისწავლი! –_–
მასწვლებელმა დაუწერა ჩემ კლასელს ორი, ხო და დაიწყო კლასელმა მამაჩემს ვეტყვიო. მასწავლებელმა მამაშენის კი არა გამოქანებული ტანკის არ მეშინიაო. 
