როგორც ყოველთვის ჩემთვის რთულია სიახლისთვის შესაფერისი სათაურის მოფიქრება. სათაური უნდა იყოს: ორიგინალური, მოკლე და შინაარსიანი.
დიდი ფიქრის შემდეგ სიახლეს სათაურად შევურჩიე მეტად ბრძნული გამონათქვამი-"გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებული" ამ სათაურით გამოვა სიახლეების რვა ტომი.
დავიწყოთ სასაცილო ისტორიებით:
1) ერთხელ თინიკოს ვუთხარი: მიგამარშუტკმისუკანასკამებ მეთქი და ეს ფრაზა ჩემმა კლასელმა აიტაცა. ერთი-ორი დღის მერე მეუბნება:
მიგამარშუტკებ უკანა სკამზეო
2) თინიკოს ძმამ ანეკდოტი მოგვიყვა რომელზეც არავის გაგვეცინა და: იუმორს ნაჯახით დასდევ მეთქი ვუთხარი... ცოტახნის მერე რაღაც ვიხუმრე და უნდა იგივე მითხრას თუმცა ვერ იხსენებს და მეუბნება:
-ანა ნაჯახს დასდევს!
3) მასწავლებელი: -პინოქიო გაქვთ ნანახი?
ბერძენა: -კი მას! დიდი ცხვირი რო აქვს და ზვიგენს რო გადაეყლაპება!
4) მხოლოდ ჩემ კლასელებს აქვთ ნანახი ნიანგი, რომელიც ზოოპარკში ქვაზე ეგდო.
5) მასწავლებელი: -რა უსზრდელები ხართ! შეჭმული ვაშლი გდია ძირს! ვინ დააგდო?
კლასელი: -ნიუტონმა მას!
6) ჩემი 6 წლის ბიძაშვილი: -ანა! გინდა მოგიყვე როგორ დაარქვეს მცხეთას მცხეთა?
მე: -კი! მიდი!
-ბიძას დაეკარგა ბავშვი და ბავშვმა დაუძახა: -აქა ვარ ძიაო! და მცხეთა დაარქვეს!
ახლა კი ჩვენი კლასის სურათები (იმედია არ მომკლავთ)
No comments:
Post a Comment