აბა როგორ ხართ? ეს არის ამ სიახლის მეორე ნაწილი. იხილავთ 8 ფაქტს მხოლოდ ჩვენს კლასელებზე:
1) მარტო ჩემი კლასელი ბიჭები ულოცავენ ერთმანეთს 8 მარტს :დ
2) მხოლოდ ჩემ კლასელებს გონიათ აიფონი, აიპადი და ანდროიდი ერთი და იგივე :დ
3) მხოლოდ ჩემ კლასელებს გაეცინებოდათ ამ ხუმრობაზე :დ
4) მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია მესამე ფაქტის წაკითხვა, ნუ თუ მაინც გაინტერესებთ მონიშნეთ და ნახავთ :დ
5) მხოლოდ ჩემი კლასელები ერთმანეთ სკაიპში ელაპარაკებიან, თან "ქაუნთერს" თამაშობენ, თან ფილმს იწერენ და მერე ილანძღებიან ინტერნეტი ჭედავსო.
6) საუბარი ორ კლასელს შორის (სახელებს არ დავასახელებ :დ )
პირველი: -ეიფელი იტალიაშია?
მეორე: -დებილი ხარ? ესპანეთშია ბიჭო!
7) მხოლოდ ბერძენას რვეულში მაქვს ამოკითხული წინადადება შემდეგი წყობით:
"ვაჟა-ფშაველა იყო კაი ყმა, რადგან, იგი მას ქონდა იგი თვისებები რაც კარგ ყმას უნდა ჰქონოდა"
8) მხოლოდ ჩემი კლასელი მეკითხება საკონტროლოზე სრული სერიოზულობით:
-ანა! მიმართეს არის სწორი თუ მიჰმართეს?
No comments:
Post a Comment