წავიკითხეთ ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია. განსხვავებული იყო მხოლოდ მერის სიკვდილის ამბავი, თუმცა ყველა ისტორიას ჰქონდა საერთო, რომ თუ დადგებოდი სარკის წინ, ჩააბნელებდი ოთახს, აანთებდი სანთელს და რამდენჯერმე იტყოდი "სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი" სარკეში შენი გამოსახულების ნაცვლად დაინახავდი დასახიჩრებულ, სისხლიან ქალს.
ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო შეგვეშინებინა ხალხი ამ უაზრო ისტორიით. ჩანაფიქრი იყო საკმაოდ კარგი. გავუკეთეთ მაკიაჟი თინიკოს, ჩავაბნელეთ ოთახი და დავაჭერინეთ ხელში სანთელი. მე კამერა მოვიმარჯვე. ჩაბნელებულ ოთახში თინიკოს სახე არ ჩანდა, თუმცა მას შემდეგ რაც ის რამდენჯერმე იტყოდა მერის სახელს, სანთელს ზემოთ აწევდა და საშიში სახე გამოუჩნდებოდა. მაშინ ჩემს ნოკიაზე კარგი გადამღები აპარატი არ გვქონდა და ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოვახერხეთ.
წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს, რომლებიც თინიკოს მაკიაჟის გაკეთების პროცესში გადავუღე.
ეს უკვე დასრულებული მაკიაჟით:
ახლა კი ვიდეო! ხარისხი-"კალკულატორით გადაღებული"
No comments:
Post a Comment