Saturday, December 28, 2013

გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებული (3)

თინიკოს რეაქცია როცა ქიმიაში ათი გამოყვა:






როცა ვიღაც მეუბნება რომ ბლოგი უნდა გავაუქმო მხოლოდ იმის გულისთვის რომ თავისი სურათები არ მოსწონს:




ყოველთვის ასეთ დახვედრას მიწყობენ  "ბიბლუსში":






ჩემი კლასელები გაკვეთილზე:





როცა ხუმრობა არაა სასაცილო მაგრამ ზრდილობის გულისთვის იძულებული ვარ გავიცინო:





Wednesday, December 25, 2013

გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებული (2)

სიტუაცია: -არა მას! არ ვლაპარაკობდით....

აბა როგორ ხართ? ეს არის "გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებულის" მეორე ტომი. 

1) მხოლოდ ჩემი კლასელები კითხულობენ წიგნის დასაწყისს და ბოლოს

2) მხოლოდ ჩემი კლასელები ატყუბენ მასწავლებლებს რომ გაკვეთილი იგივე გვქონდა.

3) მხოლოდ ჩემ მასწავლებელს ეზარება ოროსანი ბავშვი

4) ხელოვნებაზე ვართ და ისმის ჩემი კლასელის კითხვა:
-მას! რენესანსი მხატვარია?


_______________________________________________
გაინტერესებთ როგორ გავაგიჟოთ მასწავლებლები?

1) ვთქვათ რომ გაკვეთილი არ ვიცით, თავი დავიდებილოთ და ორიანის ჩაწერას რო დააპირებს მოვუყვეთ.

2) რომ შემოვა ფეხზე ადგომით მივესალმოთ და რომ გვეტყვის დაჯექითო არ დავჯდეთ.

3) დავხუჭოთ თვალები ფიზიკის გაკვეთილზე და ამოვიჩემოთ რომ ნიუტონს ველაპარაკებით.

4) წერილი მივწეროთ რომელშიც სიყვარულს ვუხნით.

5) ინგლისურის მასწავლებელს გაკვეთილი რუსულად მოვუყვეთ.

გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებული


როგორც ყოველთვის ჩემთვის რთულია სიახლისთვის შესაფერისი სათაურის მოფიქრება. სათაური უნდა იყოს: ორიგინალური, მოკლე და შინაარსიანი. 
დიდი ფიქრის შემდეგ სიახლეს სათაურად შევურჩიე მეტად ბრძნული გამონათქვამი-"გველსა ხვრელით ამოიყვანს ჯოხი მოკაუჭებული" ამ სათაურით გამოვა სიახლეების რვა ტომი. 

დავიწყოთ სასაცილო ისტორიებით:

1) ერთხელ თინიკოს ვუთხარი: მიგამარშუტკმისუკანასკამებ მეთქი და ეს ფრაზა ჩემმა კლასელმა აიტაცა. ერთი-ორი დღის მერე მეუბნება:
მიგამარშუტკებ უკანა სკამზეო

2) თინიკოს ძმამ ანეკდოტი მოგვიყვა რომელზეც არავის გაგვეცინა და: იუმორს ნაჯახით დასდევ მეთქი ვუთხარი... ცოტახნის მერე რაღაც ვიხუმრე და უნდა იგივე მითხრას თუმცა ვერ იხსენებს და მეუბნება:
 -ანა ნაჯახს დასდევს!

3) მასწავლებელი: -პინოქიო გაქვთ ნანახი?
ბერძენა: -კი მას! დიდი ცხვირი რო აქვს და ზვიგენს რო გადაეყლაპება!

4) მხოლოდ ჩემ კლასელებს აქვთ ნანახი ნიანგი, რომელიც ზოოპარკში ქვაზე ეგდო.

5) მასწავლებელი: -რა უსზრდელები ხართ! შეჭმული ვაშლი გდია ძირს! ვინ დააგდო?
კლასელი: -ნიუტონმა მას!

6) ჩემი 6 წლის ბიძაშვილი: -ანა! გინდა მოგიყვე როგორ დაარქვეს მცხეთას მცხეთა?
მე: -კი! მიდი!
-ბიძას დაეკარგა ბავშვი და ბავშვმა დაუძახა: -აქა ვარ ძიაო! და მცხეთა დაარქვეს!


ახლა კი ჩვენი კლასის სურათები (იმედია არ მომკლავთ)












Monday, December 23, 2013

მხოლოდ ჩემი კლასელები (2)

აბა როგორ ხართ? ეს არის ამ სიახლის მეორე ნაწილი. იხილავთ 8 ფაქტს მხოლოდ ჩვენს კლასელებზე:

1) მარტო ჩემი კლასელი ბიჭები ულოცავენ ერთმანეთს 8 მარტს :დ

2) მხოლოდ ჩემ კლასელებს გონიათ აიფონი, აიპადი და ანდროიდი ერთი და იგივე :დ

3) მხოლოდ ჩემ კლასელებს გაეცინებოდათ ამ ხუმრობაზე :დ

4) მხოლოდ ჩაკ ნორისს შეუძლია მესამე ფაქტის წაკითხვა, ნუ თუ მაინც გაინტერესებთ მონიშნეთ და ნახავთ :დ

5) მხოლოდ ჩემი კლასელები ერთმანეთ სკაიპში ელაპარაკებიან, თან "ქაუნთერს" თამაშობენ, თან ფილმს იწერენ და მერე ილანძღებიან ინტერნეტი ჭედავსო.

6) საუბარი ორ კლასელს შორის (სახელებს არ დავასახელებ :დ )
პირველი: -ეიფელი იტალიაშია?
მეორე: -დებილი ხარ? ესპანეთშია ბიჭო!

7) მხოლოდ ბერძენას რვეულში მაქვს ამოკითხული წინადადება შემდეგი წყობით:
"ვაჟა-ფშაველა იყო კაი ყმა, რადგან, იგი მას ქონდა იგი თვისებები რაც კარგ ყმას უნდა ჰქონოდა"

8) მხოლოდ ჩემი კლასელი მეკითხება საკონტროლოზე სრული სერიოზულობით:
-ანა! მიმართეს არის სწორი თუ მიჰმართეს?

Sunday, December 22, 2013

უკრავდა მოცარტი პიანინოზე?!

მოკლედ ბერძენას სიტყვები-" მას მოცარტი პიანინოზე უკრავდა?" იმდენად მომეწონა რომ სიახლეს სათაურად სწორედ ეს ფრაზა შევურჩიე. (სინამდვილეში სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე) ცოტა შევცვალე სიტყვების წყობა წინადადებაში, ისე რომ ცნობილი მწერლის ნაწარმოების სათაურს დამსგავსებოდა. (მგონი გამომივიდა :დ) მაგ:
"კაცია-ადამიანი?!"
"ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე?!"
"უკრავდა მოცარტი პიანინოზე?!" :დ

მოკლედ სათაურის პრობლემა მოვაგვარე, თუმცა დარჩა უფრო დიდი პრობლემა-სიახლის თემა და გაფორმება. 

 თქვენის ნებართვით ბევრი ტლიკინის გარეშე გავაგრძელებ ^_^



ეს არის ბექა ზანდუკელი გაკვეთილზე: 







ეს არის თიკო :დ




ზოგჯერ მეც მაქვს ასეთი შემოტევები :დ (არავის უნდა მეგობრობა ისეთ მახინჯთან როგორიც მე ვარ)






სიახლისთვის მასალის ძებნისას აღმოვაჩინე რომ  მობილურში რამდენიმე პატარა, სასაცილო ვიდეო დამიგროვდა. 








როგორ ვემზადებოდით დებატტურნირისთვის :დ

ოპერაცია: "სისხლიანი მერი"


რამდენიმე დღის წინ დავტენე ჩემი ძველი ნოკია და აღმოვაჩინე მეტად საინტერესო ჩანაწერები. თინიკო ხულუზაურის დაბადების დღეზე ჩვენ წავიკითხეთ სტატია "სისხლიან მერიზე". ეს არის ძველი საშიში ზღაპარი გოგონაზე, რომლითაც ჩვენს წინა თაობას აშინებდნენ. ნუ მაშინ საშინელებათა ფილმები არ იყო.

წავიკითხეთ ამ ისტორიის რამდენიმე ვერსია. განსხვავებული იყო მხოლოდ მერის სიკვდილის ამბავი, თუმცა ყველა ისტორიას ჰქონდა საერთო, რომ თუ დადგებოდი სარკის წინ, ჩააბნელებდი ოთახს, აანთებდი სანთელს და რამდენჯერმე იტყოდი "სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი, სისხლიანი მერი" სარკეში შენი გამოსახულების ნაცვლად დაინახავდი დასახიჩრებულ, სისხლიან ქალს.

ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ უფრო შეგვეშინებინა ხალხი ამ უაზრო ისტორიით. ჩანაფიქრი იყო საკმაოდ კარგი. გავუკეთეთ მაკიაჟი თინიკოს, ჩავაბნელეთ ოთახი და დავაჭერინეთ ხელში სანთელი. მე კამერა მოვიმარჯვე. ჩაბნელებულ ოთახში თინიკოს სახე არ ჩანდა, თუმცა მას შემდეგ რაც ის რამდენჯერმე იტყოდა მერის სახელს, სანთელს ზემოთ აწევდა და საშიში სახე გამოუჩნდებოდა. მაშინ ჩემს ნოკიაზე კარგი გადამღები აპარატი არ გვქონდა და ჩანაფიქრის სრულად განხორციელება ვერ მოვახერხეთ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე სურათს, რომლებიც თინიკოს მაკიაჟის გაკეთების პროცესში გადავუღე.













ეს უკვე დასრულებული მაკიაჟით:








ახლა კი ვიდეო! ხარისხი-"კალკულატორით გადაღებული" 


Saturday, December 21, 2013

მხოლოდ ჩვენი კლასელები

აბა ბავშვებო როგორ ხართ?  ეს არის ამ ბლოგის მეორე სიახლე! სიახლისთვის ფოტოები მომაწოდა ჩემმა მეგობარმა-თინიკო ხულუზაურმა. ახლა კი პირდაპირ ჩვენს თემაზე გადავიდეთ. ამ პოსტის თემაა-"მხოლოდ ჩვენი კლასელები" წარმოგიდგენთ 9 ფაქტს ჩემს კლასელებზე

1) მხოლოდ ჩვენს კლასში ნიკა ნათელაშვილს მასწავლებელიც "ბერძენას" ეძახის :დ

2) მხოლოდ მე და ჩემი კლასელები საშინელებათა ფილმის ყურებისას ვკვდებით სიცილით :დ

3) მხოლოდ ჩვენი კლასელები ბოლო მეშვიდე გაკვეთილის მერე იპარებიან :დ

4) მხოლოდ ჩემი კლასელები "სკაიპში" ზარს მიშვებენ -_-

5) მხოლოდ ჩემი კლასელები ფიზკულტურის გაკვეთილზე ერთმანეთს ჩანთენში ქვებს უყრიან

6) დიალოგი მასწავლებელსა და ჩემ კლასელს შორის:
მასწავლებელი: არცერთ სხვა კომპოზიტორს არ ღირსებია ისეთი დიდება როგორიც მოცარტს! მას უწოდებდნენ: "მუსიკის ღვთაებას" "გენიოსს გენიოსთა შორის...."
კლასელი: მას!...... მოცარტი პიანინოზე უკრავდა? O.o

7)მხოლოდ ჩემი მასწავლებელი აღვიძებს სურათზე გამოსახულ ბავშვს სიტყვებით: -რატიიიი.... გააღვიძე შენი მეზობელი!!!



8) მხოლოდ ჩემი კლასელები ბრაზდებიან სურათებს რომ ვუღებ და მერე მეხვეწებიან ბლოგზე დადეო -_-


9) მხოლოდ ჩემს კლასელს შეუძლია იყოს ასეთი (საუბარია ბლოგზე სიახლის დამატებაზე) (სურათის გასადიდებლად დააკლიკეთ ერთხელ)
<3 ჩვენი დამრიგებელი:



ახლა კი ჩვენი კლასის ფოტოები <3 . კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თინიკი ხულუზაურს, ამ სურათების შეგროვებისთვის:











































ამით ვამთავრებ ბავშვებო! აბა კარგად! <3