მათემატიკაში გუშინ დავწერე, ისტორიას კლასში წავიკითხავ, ქართულში იგივე გვქონდა, დღეს ორი ქართული გვაქვს, ბიოლოგიაში არაფერი არ გვაქვს, ფიზკულტურიდან ავორთქლდები!
ვიმეცადინე! ^_^
დღის განმავლობაში, სანამ მზე 180 გრადუსიან კუთხეს შემოწერს და კლდეს მოეფარება, თქვენი ბაგე უამრავ შუტკას წარმოთქვამს, უამრავ სიბრძნეს აბრეხვებს! (მოდით ახლა ადამიანურად დავწერ :დ ) თუმცა მერე გვავიწყდება. დღეს მე და თიკომ ყველა "შუტკა" ჩავიწერეთ. მაშ ასე! ბევრი ტლიკინის გარეშე წარმოგიდგენთ დღის შუტკებს:
1) ჩვენ კლასში -2 გრადუსი მაინც იქნება, ხო და ქართულზე ისმის ქარაულის კომენტარი:
-ისე ხართ რადიატორზე მიჯაჭვულნი, როგორც ამირანი იყო რაღაცაზე
2) ექსკურსიაზე ვართ დედათა მონასტერში, მირიან მეფის და ნანა დედოფლის საფლავთან.
მე: -ვისი საფლავია?
თიკო: -მგონი თამარ მეფის...
(თამარ მეფის საფლავი არ არის ცნობილი)
3) მასწავლებელი: -პარლამენტი რა ორგანოა?
მე: -ღვიძლი? o.o
4) მასწავლებელი: -იქ არის მარტო საცალფეხო ბილიკი...
კლასელი: -და ცხვრები ასკინკილით გადადიან?
5) მასწავლებელი: -რომმა აიღო ესა და ეს ტერიტორია და?
თიკო: -და ისევ დადო :დდდდდ
6) ჩვენ ვამბობთ ასე:
-საქართველოს დედაქალაქია თბილისი
ბერძენა ამბობს ასე:
ის იგი საქართველოს დედაქალაქია თბილისი
No comments:
Post a Comment