Thursday, January 30, 2014

9 ა კლასი-მას მე ის ვკითხე მოცარტი როდის მოკვდა მეთქი

-ჰაუთ ბავშვებო! როგორ ხართ? აი ისევ დავდე პოსტი (თუმცა მგონი არავინ კითხულობთ) კარგით, ახლა დავდებ პოსტს რომელსაც არ დასჭირდება ბევრი კითხვა. იქნება ბევრი ანიმაციებით და სურათებით გაფორმებული. ნუ თუ მაინც არ წაიკითხავთ რა ვქნა, მე არ მაქვს გამოცდილება პოსტები ვწერო დებილი ბავშვე................ :დდდდდდდდდდდდდ (არ გეწყინოთ, ვიხუმრე)

სიახლის სათაური გამომდინარეობს დღის კურიოზიდან:

მუსიკის მასწავლებელი:
-დათო რა გალაპარაკებს მიშოსთან? აბა ახლა გადი ჩქარა გარეთ!
დათო:   -მას მე ის ვკითხე მოცარტი როდის მოკვდა მეთქი.....

ანიმაციებით დავიწყოთ:

მე გეოგრაფიის გაკვეთილზე:   -ნეტა მე არ მკითხოს...... ოღონდ ვერ შემამჩნიოს, ოღონდ ვერ შემამჩნიოს.........






ზანდუკელი გასუქდები შენ! :დ




ანიმაციებს უფრო მეტს დავდებდი ინტერნეტი სულს რომ არ ღაფავდეს და მოდემი ქვანახშირზე რომ არ მუშაობდეს :(  

სალი და თიკო მეუბნებიან რაღაცნაირი ხასიათი გაქვსო. იმაზე ბრაზდები რაზეც არ უნდა გაბრაზდეო და ასე შემდეგ....  ჩემი აზრით ეს ასე არაა! მთავარია იცოდეთ ჩემთან ურთიერთობის წესები! 

1) ვერ ვიტან როცა ჩემი რვეულიდან დავალების გადაწერის დროს მეკითხებიან: აქ რა წერიაო, მითარგმნეო, მიკროსკოპიო და ასე შემდეგ.... თუ რვეული გამომართვით ე.ი მზად იყავით გაგერჩიათ ჩემი ნაწერი!

2) ვერ ვიტან როცა ფიქრს მაწყვეტინებენ! 

3) ვერ ვიტან როცა მეგობარს ვეუბნები რომ  დავალების დაწერა ვერ მოვასწარი და ის მაძლევს რჩევას   რომ ის დავალება უნდა დამეწერა გუშინ ან გუშინ წინ! 

4) ვერ ვიტან როცა ვინმე მეუბნება იუმორის გრძნობა არ გაქვსო!

5) როცა მეუბნებიან დიდი ცხვირი გაქვსო! :დ

6) როცა მეუბნებიან თმა შეიკარიო! (თუ შეიძლება მე გადავწყვეტ!)

7) ვერ ვიტან როცა ჩემთან თავს იქებენ! მაგალითად:  ისეთ განტოლებას ამოვხსნი, შენ მაგის დანახვისას "ერორს" ამოაგდებო, შენზე ბევრად უკეთესად ვიცი ფიზიკაო, ძაან მაგარი ვარო, ჰაერში ხუთ სალტოს ვაკეთებო და ასე შემდეგ.. :დდდ 

8) ვერ ვიტან როცა facebook-ზე მიგზავნით თამაშებს და მამატებთ რაღაც უბედურება ჯგუფებში! არ მინდა ეს "ლაიქების გაცვლა", არც მკერდმოღეღილი ბიჭების ან გოგოების ყურება! :|


ახლა სურათები:






















No comments:

Post a Comment