Friday, April 18, 2014

ბლოგი გაცოცხლდა...

როგორ ხართ? დიდი ხანია პოსტი არ დამიდია... შუალედურ გამოცდებს უნდა ვუმადლოდე -_- მოკლედ, დაიწყო  არდადეგები და როგორც იქნა გამომიჩნდა თავისუფალი დრო ^_^ მაშ ასე, დავიწყოთ....


დავიწყოთ პატარა ჩანაწერებით:

არ მესმის ადამიანის რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს ქვითარს სწრაფი გადახდის აპარატიდან, რომ დაჭმუჭნოს და იქვე დააგდოს... კაცო! კი არ გაძალებს! ჯერ გეკითხება გინდა თუ არაო... -_-



უფრო ადვილია უთხრა ადამიანს კარგად ვარო ვიდრე აუხსნა რატომ გინდა ბარდიურს ურტყა თავი ^_^



ის მომენტი, ძველ, ჩანაწერებიან ბლოკნოტს/დღიურს ან რამე მსგავსს რო იპოვი და არ იცი რომელ კედელს ურტყა თავი ^_^


შუალედური გამოცდები - მოსწავლეების წამების მოკრძალებული გეგმა ^_^

ის უმაგრესი მომენტი როცა ვიღაცას ჩემი ხელნაწერის გარჩევა/წაკითხვა შეუძლია ^_^

სიტუაცია: მე, თიკო და სალი
თიკო:   -ეეეე... კარგით რა... მთელი დღეა იმას ვაკეთებ რაც თქვენ გინდათ! -_-
სალი: -და ახლა რატო აღარ აკეთებ? :დ


დღეისთვის სულ ეს იყო... აბა ჰე.... :|


No comments:

Post a Comment