Friday, December 12, 2014

12 დეკემბერი

პირველ რიგში გილოცავთ ყველას, ვინც გუშინ ჩემთან ერთად იყავით. სანამ პოსტის სახალისო ნაწილზე გადავიდოდე, იხილეთ 12 დეკემბრის სურათები:






ბიოლოგიის მასწავლებელი ეკითხება კლასელს:
-რა განსხვავებაა ფიჭვს და ნაძვს შორის?
კლასელი:
-ნაძვს გირჩები აქვს..
მასწავლებელი:
-და რა საჭიროა გირჩები?
მეორე კლასელი:
-ციყვებმა რო ჭამონ მას! ^_^


ფიზიკის გაკვეთილზე:
-მას ცოტა ნელა გვიკარნახეთ, თვითმფრინავები ხო არა ვართ! :დ

ისტორიის მასწავლებელი ყოველ დღე ეჩხუბება ჩვენ ერთ კლასელს, რომელიც სულ ლაპარაკობს, ხოდა მასწავლებელიც დააგდებს ხოლმე ჯოხს მაგიდაზე და უყვირის. ერთ დღეს გასუსული ზის ეს ბავშვი, ხმას არ იღებს. მასწავლებელი ვეღარ ითმენს, უნდა რომ შენიშვნა მისცეს....ცოტა ხნის მერე დააგდო ჯოხი მაგიდაზე და ყვირის: "რა მუმიასავით ზიხარო" :დ


დღეისთვის სულ ეს იყო, აბა კარგად...^_^









Saturday, August 23, 2014

ჩვენი კლასი (2)–10 ა კლასი

როგორ ხართ? ვაგრძელებ სიახლეების ციკლს სახელწოდებით "ჩვენი კლასი"..

მხოლოდ ჩვენი კლასელები ახლაც უქნევენ ხელებს/ეჯღანებიან ექსკურსიის ავტობუსის ფანჯრებიდან სხვა მანქნაების მძღოლებს.

მხოლოდ ჩემს კლასელს, სახლიდან გამოსვლისას დასდევს ღორი, რომელშიც, მისი აზრით მეზობლის სულია ჩასახლებული :დ



მხოლოდ ჩემი კლასელები იგინებიან საშინელი სიტყვებით, არადა ლექსში "ძუძუ ქართლისას" ვერ ამბობენ :დ





–გაკვეთილი იცი?
–არა
–რატო?
–სტუმრები მყავდა..
–სტუმრები მყავდა ნიშნის გრაფაში არ ეტევა..
რას ამბობ.. მეგონა ეტეოდა..


დასვენება არის იმისთვის რომ გარეთ გასვლა, გაკვეთილის გამეორება, ჭამა და ლაპარაკი მოვასწროთ :( (და კიდე "შნურუკები" შევიკრათ :დ )




 მომენტი როცა სკოლის პირველ დღეს პირველად იმათ დაინახავ ვინც არ "გევასება":





და ესალმები მათ :დ


დღეისათვის სულ ეს იყო... გიტოვებთ ჩვენი კლასელების სურათებს..








Wednesday, August 13, 2014

ჩვენი კლასი–10 ა კლასი

როგორ ხართ? რადგან ჩვენ უკვე მე–10 ა კლასი ვართ შეიცვალა ბლოგის მისამართი c10aklasi.blogspot.com

პოსტის სათაურზე ტვინი არ მიჭყლეტია და "ჩვენი კლასი" ვუწოდე.. მგონი ნორმალური სათაურია.. დავიწყოთ:



მხოლოდ ჩვენ კლასში არის მოსწავლე რომლის არსებობაც მასწავლებლებმა გადმოცემით იციან :DD

მხოლოდ ჩვენ კლასში ვერ იპოვით ორ, ერთმანეთის მსგავს (ხასიათით/ჩვევებით) ადამიანს ^_^

მხოლოდ ჩვენ კლასში არ არსებობს ინგლისურის გაკვეთილი :DDDDD







ის უცნაური მომენტი კლასელს facebook-ზე მეგობრობის მოთხოვნას რომ გაუგზავნი და რატომღაც არ გიმატებს :|

ის რაღაცნაირი მომენტი, როცა პოსტზე ბევრი ვიწვალე და მაინც გამოხტება ვინმე ასეთი:


რამ გაამწარა? :დ 



მხოლოდ ჩვენი კლასი წავედა შატალოზე და სკოლის წინ ვიდექით :დ


მხოლოდ ჩემი კლასელი წესიერად არ იცნობს საკუთარ ნათესავებს, სამაგიეროდ ზეპირად იცის ყველა თურქული სერიალის გმირის ოჯახის გენიალოგია :დ






სკოლა– ჩვენს მშობლებს ის ნამდვილ სანატორიუმად მიაჩნიათ. მათი თქმით არაფერი სჯობს სკოლაში გატარებულ წლებს. მოსწავლეებისთვის ის არის: ციხე,  ჯოჯოხეთი, მეექვსე წყევლა და აპოკალიფი. ჩვენი მასწავლებლებისთვის ის ზოოპარკია და მათაც ბავშვებს კი არა, ტანსაცმელში გამოწყობილ "ტყიურებს, ვანდალებს, ცხოველებსა და ტარზანებს" უნდა ასწავლონ. რეალურად კი ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ყველაზე ტკბილი ძილი.



 დღეისათვის სულ ეს იყო.. აბა ჰე...


Thursday, May 29, 2014

გამოცდების წინა პერიოდი - 9 ა კლასი

"თუ კაცსა ცოდნა არა აქვს გასტანჯავს გამოცდები" როგორ ხართ? ძალიან დიდი ხანია პოსტი არ დამიდია. გამოცდები ახლოვდება და მეც დავბრუნდი ^_^ შევეცდები ყოველდღიურად დავამატო სიახლეები, ნუ თუ ყოველდღიურდ არა კვირაში ერთხელ მაინც.. ამხელა შუალედს აღარ გავაკეთებ :|



როგორც უკვე ვთქვი გამოცდები მოგვიახლოვდა :( 

1. გველსა ხვრელით ამოიყვანს გამოცდები კარს მომდგარი
2. არა შეჯდა მწყერი ხესა და ვერც გამოცდები ჩააბარა

3.საშინელებაა როცა გამოცდებისთვის ემზადები და ტელეფონის ზარი გაღვიძებს :(






4. მათემატიკური ბედნიერება წლის დასაწყისში:
-დისკრიმინანტიდან ფესვი ამოვიდა ^_^
მათემატიკური ბედნიერება წლის ბოლოს:
-ვაააა.... ამოცანაში რიცხვი გაიჩითა ^_^


5.Wake
Me
Up
When
Gamocdebi
Ends.  -_-



6."თუ გინდა გახდე პროფესიონალი, გამოცდებისთვის ყოველთვის წინა ღამეს მოემზადე, მხოლოდ ამ შემთხვევაში იძენ გამოცდილებას, რომელიც გეხმარება სწრაფად მოახდინო რეაგირება გამოუვალ სიტუაციებში" - ბილ გეითსი.
გაგვიმარჯოს დუშელ პროფესიონალებს ^_^

7. ბიბლიოთელები იყოფა ორ კატეგორიად:
1. კარგი
2. ჩვენი სკოლის :დ


Friday, April 18, 2014

ბლოგი გაცოცხლდა...

როგორ ხართ? დიდი ხანია პოსტი არ დამიდია... შუალედურ გამოცდებს უნდა ვუმადლოდე -_- მოკლედ, დაიწყო  არდადეგები და როგორც იქნა გამომიჩნდა თავისუფალი დრო ^_^ მაშ ასე, დავიწყოთ....


დავიწყოთ პატარა ჩანაწერებით:

არ მესმის ადამიანის რომელიც მხოლოდ იმიტომ იღებს ქვითარს სწრაფი გადახდის აპარატიდან, რომ დაჭმუჭნოს და იქვე დააგდოს... კაცო! კი არ გაძალებს! ჯერ გეკითხება გინდა თუ არაო... -_-



უფრო ადვილია უთხრა ადამიანს კარგად ვარო ვიდრე აუხსნა რატომ გინდა ბარდიურს ურტყა თავი ^_^



ის მომენტი, ძველ, ჩანაწერებიან ბლოკნოტს/დღიურს ან რამე მსგავსს რო იპოვი და არ იცი რომელ კედელს ურტყა თავი ^_^


შუალედური გამოცდები - მოსწავლეების წამების მოკრძალებული გეგმა ^_^

ის უმაგრესი მომენტი როცა ვიღაცას ჩემი ხელნაწერის გარჩევა/წაკითხვა შეუძლია ^_^

სიტუაცია: მე, თიკო და სალი
თიკო:   -ეეეე... კარგით რა... მთელი დღეა იმას ვაკეთებ რაც თქვენ გინდათ! -_-
სალი: -და ახლა რატო აღარ აკეთებ? :დ


დღეისთვის სულ ეს იყო... აბა ჰე.... :|


Monday, March 24, 2014

9 ა კლასი - ორშაბათი

როგორ ხართ? ვაგრძელებ სიახლეების ციკლს რომელიც წესით უნდა გამოსულიყო ყოველდღიურად, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ვახერხებდი პოსტების დამატებას. დღეიდან შევეცდები ყოველდღიურად დავპოსტო...






ცოტახნის წინ ucnauri.com-ზე ვნახე ძალიან საინტერესო სიახლე, სათაურით- "ფოტოები წარსულიდან" . არსებობს ფოტოები რომლებმაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოგვცეს წარსულის შესახებ, ვიდრე წაკითხულმა. ამიტომ გადავწყვიტე ჩვენს ბლოგზეც დამედო:

1) 1947 წელი-დედა სირცხვილისგან მალავს სახეს, რომელიც ყიდდა თავის 4 შვილს:




საშობაო სადილი სამოქალაქო ომის დროს:




ჯარისკაცი ვიეტნამში, 1965 წელი:





ბერლინის კედლის მშენებლობა-1961 წელი:



დედა-შვილი თვალს ადევნებს ატომური ბომბის გამოცდას-1953 წელი:



დავიწყოთ დღის სიახლეებით:
მე-15 კაბინეტში რადიატორები კარგად  არ ათბობდა მაგრამ თვალს მაინც ახარებდა გაჭირვების ჟამს. დღეს გამორთეს. -_- ალბათ გამყინვარების შემდეგ სეზონს ამ კაბინეტში გადაიღებენ! ^_^

სამშაბათს ქიმიაში საკონტროლო გვაქვს. არაფერი ამშვიდებს საკონტროლოს წინ იმაზე მეტად, ვიდერე იმის ცოდნა რომ სხვებმა შენზე ნაკლები იციან ^_^ 


ზოგჯერ რთულია გავარკვიო მართლა ყველა მეზიზღებით თუ უბრალოდ არაადამიანურად მშია... ^_^

სდფქრეუსკფლპეჰბსგფჰგ -ვინც ეს წაიკითხა რა უნდა ელაპარაკო ეხლა იმას! -_-


ქართულის ტურზე ვარ და ვიღაც ბავშვი იძახის:
-შეიძლება ცოტახნით გავიდე? (ადამიანი იყო ისიც)
დამსწრე:
-რა იყო, ძალიან გიჭირს?
ეს ბავშვი გაწითლდა და გაბრაზებული თვალებით შეხედა. დამსწრემ- რა იყო, ტესტზე გეუბნებიო :დდდდდდდდდდდდდდდ



Monday, March 10, 2014

ვულოცავთ ბექა ზანდუკელს

გუშინ  ბექა ზანდუკელი ეტალონის გამარჯვებული გახდა!
როგორც თიკოსა და სალის გადმოვემით ვიცი ყველაზე პატარა (წლოვანებით :დ) ბექა იყო და ყველაზე მეტი ქულა მან დააგროვა!



საღოოოოოლ! 

 მოკლედ გილოცავ კლასის სახელით! მაგარი ხარ! ტვინი ხარ! ძალიან ნიჭიერი ხარ! (ეხლა თავში კი ნუ აგივარდება :დ )